Thursday, March 12, 2009



ბეღურები

"რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს_

ეგ ვერაფერი სიყვარულია,

საქმე ის არის, კაცს ის უყვარდეს,_

ვინც ბედისაგან დაჩაგრულია!"


რიგი ბეღურასნაირნი-პასსერიფორმეს. სახლის ბეღურა-პასსერ დომესტიცუს-საქართველოში გხვდება ყველგან. დებს 2-4 კვერცხს, ინკუპაცია გრძელდება 14 დღემდე. იკვებება მარცლოვანებით.სახალხო მეურნეობისათვის მოაქვს ზიანი- "ვკითხულობთ ცნობილი ქართველი ზოოლოგის პროფესორ არჩილ ჯანაშვილის სახელმძღვანელოში '"ზოოლოგიის მოკლე კურსი".
მოდით ახლა გადავხედოთ ი. გოგებაშვილის "ბუნების კარს". აი როგორ ამკობს დიდი იაკობი ამ პატარა ფრთოსანს."დიდი მოკეთე მტრის კანში, ანუ ბეღურა ჩიტი, ან კიდევ "თვალი ამტყუნებს ბეღურებსა, ცოდნა კი ამართლებს. თვალი გვეუბნება: ბეღურა ჩიტი თქვენი მტერია, ზარალს გადძლევთ,სდიეთ და ჟლიტეთ. ცოდნა კი გვარწმუნებს: ბეღურა შეუდარებელი მეველეა ჭირნახულისა. დიდი მოკეთე თქვენი, სარჩო გაუწიეთ და ამრავლეთო. ანდაზისა არ იყოს, ქუდი ძირს დავდოთ გულმოდგინედ მოვუსმინოთ თვალსაც და გონებასაც და სწორე მსჯავრი დავადგინოთ." და მსჯავრიც თვითონ გამოაქვს, მისებურად დამაჯერებლად,გენიალურად. "საშინელ ჟლეტას მოსავლის მტრებისას ბეღურები დაიწყებენ ხოლმე გაზაპხულის დამდეგიდან და შემოდგომის დაწყებამდე განაგრძობენ თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ახლა თქვენ იანგარიშეთ, რა აუარებელ მწერს აშორებენ ბეღურები ჭირნახულსა და რა რიგად უწყობენ მხნელ-მთესველს ხელსა... რას გვასწავლის ნათქვამი? იმას, რომ ჩიტის ბუდე თავის დღეში არ უნდა გამოვშალოთ. ყოველი ბუდე ტონობით გვმატებს მოსავალს,მისი გამოშლა კი ამდენსავე გვაკლებს. ცივ ზამთარში როდესაც შიმშილისა და სიცივისგან ბევრი ჩიტი იჟლიტება, ჩვენ უნდა საკენკი დავუყაროთ ხოლმე და ნება მივცეთ თავი შეიხიზნონ ჩვენს სადგურს ახლო დერეფნებში და ყოველგვარი ამოცანა გავუწიოთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ბეღურა ჩიტი ბევრად უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, ვიდრე ქათამი, იხვი და ბატი, რომლებზედაც იმდენს ამაგს და ხარჯს ვეწევით. ბეღურა ჩიტი კი არც ხარჯსა გვთხოვს და არც მოვლასა, მარტო მცირეოდენ შეწყალებას ითხოვს.

ჩვენთვის დიდად საგულისხმოა ჩვენი დიდი წინაპრის ეს შეგონება და ჩვენც მიგვაჩნია, რომ ვინაიდან ბეღურები მობუდარ ფრინველთა ჯგუფს განეკუთვნებიან და ზამთარში თბილ ქვეყნებში არ მიფრინავენ განსაკუთრებით უჭირთ ზამთარში დიდთოვლობის დროს. ამ დროს მათ უცილობლად ადამიანის დახმარება სჭირდება, რადგან განწირულნი არიან დასაღუპავად ეს ბეღურები.....მაგრამ რა ხდება ადამიანთა საზოგადოებაში.


დღეისთვის საქართველოში ხომ უსასრულოდ გაიზარდა მიუსაფარი ბავშვებისა, თუ მოხუცების რიცხვი. დღეს უამრავი ხელია გაწვდილი ქუჩაში რკინის მონეტებისთვის, რომლებიც თითოეული გამვლელისგან ელიან მოწყალებას. არც ნაგვის ურნებში მოფათურე ხელებია უცხო თბილისისთვის.
არავინ იცის რას გრძნობენ და რას განიცდიან ისინი, როდესაც სხვებისგან დამცირებას იღებენ და სიცივესა და გულგრილობას აწყდებიან. არც ერთ ჩვენთაგანს არ შეუძლია ამ ყველაფრის გაგება.

ძნელია გულგრილად შეხედო ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაც უკუგმა დატრიალდა. რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი, ოჯახი, მშობლები, შვილები, ყველაფერი რაც ამქვეყნიაურ ბედნიერებასთან ასოცირდება, მაგრამ როგორც ამბობენ "ცხოვრება კიბეა,ზოგი ადის,ზოგიც ჩადის". საინტერესო იყო ამ მიმართულებით კვლევის ჩატარება. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად ქვეყნის უმძიმესი ეკონომიური მდგომარეობისა, თბილისში მაინც არსებობენ სათნოების სახლები, რომლებიც ღვთის საჩუქარია დასაპურებელი ადამიანებისთვის. მათ შორის გამორჩეულია საპატრიარქოსათან არსებული "შემწეობის სახლი" რომელიც მდებარეობს საპატრიარქოს წინ,ლარის წმ. გიორგის ეკლესიის ეზოში. ვიზიტის დროს შევხვდით მოსამსახურე პერსონალს. აი, რა გვიამბო ამ სახლსჰი მოღვაწე ქ-ნ ირმა ქარცხიამ, თვითონ სოხუმიდან ლტოლვილმა. "შემზეობის სახლი" ჩამოყალიბდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქის ილია მეორის კურთხევით, ამ თხუთმეტიოდე წლის წინ, როცა თბილისს მოაწყდა აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილთა პირველი ნაკადი, ყოველდღიურად ვაპურებდით 5000 კაცამდე: ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. პატრიარქის კურთხევით ყოველმა ადამიანმა აუცილებლად ყოველდღიურად უნდა მიირთვას ცხელი სადილი და მართლაც აქ ყოველდღიურად მზადდება სადილი 250-300 კაცისათვის. სადდილის გაცემა იწყება 1საათზე. პურთან და ტკბილეულთან ერთად სადაგ დღეებში აუცილებლად გაიცემა თითო კაცზე თითი ფუნთუშა,დღესასწაულის დღეებში ეძლევათ ხორცეული. სადილი გაიცემა ყველაზე განურჩევლად ეროვნებისა, სარწმულეობისა,ასაკისა და სქესისა. გაგვაოცა პატრიარქის დამოკიდებულაბამ ამ ადამიანების მიმართ. ქ-ნ ირმას თქმით, იმისთვის რომ ამ ადამიანებს საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ეგრძნოთ თავი, ადამიანებად, რომელიც საზოგადოებას სჭირდება, უნდა დაერიგებინათ ძაფები, რომლებითაც ისინი მოქსოვდნენ სხვადასხვა ნივთებს, მაგ: წინდებს და ა.შ.

გვაჩვენეს პარკი,რომელიც ზამთრის კვალობაზე საკმაოდ მწვანედ გამოიყურებოდა და აშკარდად ეტყობოდა მზრუნველი ადამიანის ხელი. როგორც შევიტყვეთ ამ პარკს უვლის აფხაზეთიდან ლტოლვილი ქალბატონი, რომლის შვილის სიცოცხლეც აფხაზეთის უთანასწორო ომმა შეიწირა და რომლის საფლავიც კი არ იცის უბედურმა დედამ. ამიტომაც შვილის საფლავის მაგივრად ამ პარკის მოვლაში დებს სულსა და გულს. ამბობენ ზაფხულში კაცის თვალი უკეთესს ვერაფეს ნახავსო, გვიჩვენეს პატრიარქის მიერ ნაბოძები ვერცხლისფერი ნაძვები და შემწეობის სახლის მცირე ბაღი, ვაშლებითა და მსხლებით, რომელთAც თვით უპივარი ადამიანები უვლიან. სანამ ჩვენ შემწეობის სახლსა და მის შემოგარენს ვეცნობოდით პირველი საათიც გახდა და დაიძრა დაპურების იმედით მოსული ადამიანების რიგი ჩვენს დანახვაზე მათ სხვადასხვა რეაქცია ჰქონდათ. ზოგს ეთაკილებოდა ამ რიგში დგომა და სახეს გვიმალავდა, ზოგი კი სიამოვნებით გაგვესაუბრა.

აი, მშვენიერი მოხუცი ქალბატონი, რომელსაც ახალგაზრდობაში სერიოზული თანამდებობები ეკავა, ყავს ავადმყოფი შვილი და ბუნებრივია მიზერული პენსია შვილის წამლებზეც კი არ ჰყოფნის.
აი, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც თურმე ფიზკულტურის მასწავლებელია, ქმარი გარდაეცვალა, მეორე შვილს ელოდება და მისიდა მისი შვილების ხსნა-მხოლოდ ამ სახლთან არის დაკავშირებული. მოდიან ბავშვები, ინტელიგენტური სახისა და ქცევის მამაკაცები. ცხელ სადილს ზოგი აქვე მიირთმევს, ჭურჭლის უქონლობის გამო სუპს კოკაკოლის გადაჭრილ ბოთლში ასხმევინებს და ცხელ წვენს სიამოვნებით ხვრეპს. რიგი არ თავდება, ერთ ადამიანს მეორე ცვლის და ასე გრძელდება ყოველ დღე.

`შემწეობის სახლს~ დღიდან დაარსებისა, არ მოკლებია პატრიარქის ყურადღება და ეკონომიური შემწეობა. გარდა ამისა, მისი მუდმივი მეურვეები ბრძანდებიან მზია და ომარ კაცაძეები. მათ რამდენიმე ხნის წინ დაეღუპათ 14 წლის ბიჭი და 9წლის გოგონა. მას შემდეგ ისინი ყველას, როგორც საკუთარ შვილებს ისე უყურებენ და ამ სახლის ცხოვრებით არსებობენ. ქ.ნ მზიამ გარშემო შემოიკრიბა ნაცნობი ექიმები, რომლებიც უფასოდ ემსახურებიან უპოვარ ადამიანებს. საბოლოო ჯამში კი `შემწეობის სახლი~ არსებობს საზოგადოების შეწირულობებით. ქ.ნ ირმამ სიამაყით გვაჩვენა მოზრდილი ჟურნალი, სადაც ქველმოქმედს თავისი ხელით შეაქვს შეწირულობის ფორმა და ოდენობა, ეს იქნება პროდუქტები თუ ფული. ქ.ნ ირმამ თავის ტრადიციას არ უღალატა და ჩვენც გვიმასპინძლა ფუნთუშებით.

`შემწეობის სახლის~ ეზოს დასასრულს პირდაპირ ტროტუარზე ცხოვრობს ქ.ნ ლიანა, მისი ქონება თითებზე ჩამოსათვლელია. მხრჩოლავი ღუმელი, (რომლისთვისაც შეშას მისი მსგავსი უპოვარი ადამიანები ქუჩა-ქუჩა პოულობენ) ცელოფანში გადახვეული ლოგინი (მას ხომ ღია ცისქვეშ სძინავს) რამდენიმე თეფში, ძაღლი და კატა. მისი თანამეინახეები გამხდარან ბეღურები და რამდენიმე მტრედი. თავის დროზე ქალბატონ ლიანას ჰქონდა ბინაც, საოჯახო ნივთებიც, მაგრამ ციხეში მოხვედრილი შვილის დასახმარებლად ყველაფერი გაყიდა. ქალბატონ ლიანას ახალი მეგობრების წრეც გაუჩენია. სადილის მომლოდინე ადამიანები მასთან საუბრით იქცევენ თავს. წინა ღამეს წვიმაში ლოგინი დამისველდაო_შემოგვჩივლა საბრალო ქალმა.

ცოტა დავიბენით. რა გასაოცარი კონსტრაქტია ქალაქის ცენტრში, ფეშენებელური სახლების ფონზე პირდაპირ ტროტუარზე მოსახლე ქალბატონი. გულდამძიმებულებმა დავტოვეთ შემწეობის სახლის ტერიტორია.

გეზი ნუცუბიძის ნომერ 3-ში მოთავსებულ ჩვილ ბავშვთა სახლისკენ ავიღეთ. დირექტორი ქ.ნ ირინა ბექურიძე დაკავებული აღმოჩნდა და რამდენიმე წუთი ფოიეში დავყავით. საიდანაც დირექტორის კაბინეტში გადავინაცვლეთ. ქ.ნ ირინა სიამოვნებით გვესაუბრა ამ სახლსა და თავის აღსაზრდელებზე. სახლი ფუნქციონირებს 1967წლიდან და ემსახურება 0-6წლამდე ბავშვებს. `ჩვილ ბავშვთა~ სახლის მოსამსახურე პერსონალი დაკომპლექტებულია კვალიფიციური პედაგოგებით, მედ. პერსონალით, ფსიქოლოგებითა და სოციალური მუშაკებით. მათი უპირველესი მიზანია ბავშვები დაუბრუნონ ან თავიანთ ბიოლოგიურ ოჯახებს, ან მოხდეს მათი გაოჯახება. 2008წელს გაოჯახებულია 45 ბავშვი, ამ ყველაფერს აკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო. ბავშვთა სახლში დარჩენილებს კი ყველა პირობა აქვთ შექმნილი ნორმალური ზრდა განვითარებისთვის.

ბავშვთა სახლს ძირითადად აფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ არსებობენ ორგანიზაციები და ცალკეული პიროვნებები, რომლებიც ყოველთვიურად გარკვეულ თანხას რიცხავენ ჩვილბავშვთა სახლის ანგარიშზე.
საუბრის დასასრულს ქ.ნ ირინას თხოვნით ერთ-ერთმა აღმსაზრდელმა დაგვათვალიერებინა ბავშვთა საცხოვრებელი ოთახი. მოზრდილები საბავშვო ბაღებში დაჰყავთ, რომ ბავშვები, სხვა ბავშვების მსგავს
ჩვეულ გარემოში იზრდებოდნენ. ჩვენი ვიზიტის დრო დაემთხვა დასვენების პერიოდს. მართალია ყველას არ ეძინა, მაგრამ ისინი მაინც საწოლებში იწვნენ, ზოგი თავისთვის თამაშობდა, ზოგი ცნობისმოყვარეობით გვითვალთვალებდა. საძინებლის გარდა დავათვალიერეთ ბავშვთა სათამასო და სასადილო ოთახები.

ბავშვებს თითქოს ყველაფერი აქვთ ნორმალური ზრდა განვითარებისთვის, მაგრამ თვითოეულ ჩვენთაგანს ერთი აზრი გვიბურღავდა ტვინს, ჩვენ ვნახეთ მოხუცები, რომელთაც ოდესღაც ყველაფერი ჰქონდათ, სამსახური, ოჯახი, ჰყავთ შვილები. დღეს ისინი აღარავის სჭირდება, ყველასთვის ზედმეტ ტვირთად ქცეულან და საზოგადოების ერთი ნაწილის თანადგომაღა ასულდგმულებთ. როგორი იქნება ამ ბავშვების მომავალი. მათზე ხომ ყველაზე ახლობლებმა, მშობლებმა თქვეს უარი. ზოგმა შვილი პირდაპირ სადარბაზოსა და ნაგავსაყრელზეც კი მიატოვა. კონფედენციალურობის მიზნით ქ.ნ ირინამ თავი აარიდა ამ ბავშვების ჩვენებას, არც ჩვენ გადაგვიკლია თავი, ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ანგელოზთაგან რომელი გაიმეტა ასე უღვთოდ საკუთარმა დედამ.
სანუგეშოდ მხოლოდ ისღა გვრჩებოდა, რომ მადლობა ღმერთს, კიდევ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ყოველ უპოვარში უფლის შვილს ხედავენ.

ერთი რამ კი ნათელი გახდა, ჩვენ მწარე რეალობაში, მხოლოდ ბეღურები არ არიან თბილი დღეებისა და საკვების მოლოდინში. მოხუცები რომელთა ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა შიმშილსა და სიცივეს ებრძვიან. როგორც ამბობენ ამ ცხოვრებაში ყველამ თავისი ჯვარი უნდა ატაროს, მათი ჯვარი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ჩვენი თაობა ვალდებულია ამ ადამიანების გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანოს, ვეცადოთ მათ სიყვარული ვაგრზნობინოთ სიბრალურის მაგივრად.
პრაქტიკულადაც შეგვიძლია მათი დახმარება. სკოლის დირექტორის დახმარებით სკოლაში მოვაწყვეთ ერთკვირიანი აქცია `შემწეობის სახლის~დასახმარებლად. მოსწავლეთა შორის შეგროვდა ტანსაცმელი, პროდუქტები და ფული. ერთი კვირის თავზე კი კვლავ ვეწვიეთ `შემწეობის სახლს~.
ვგეგმავთ მანძილის მიუხედავად დროდადრო ვეწვიოთ `ჩვილ ბავშვთა სახლს~ და ბავშვები სასეირნოდ გამოვიყვანოთ ხოლმე.

არც მოხუცებთან, არც ბავშვებთან ჩვენი ურთიერთობა არ იქნება ერთჯერადი, რადგან ღრმად გვწამს კაცთაგან აღსრულებული კეთილი საქმე, მათ მიერ სხვა ადამიანების მიმართ გამოვლენილი გულმოწყალება და სიყვარული იგივე საღვთო საქმეა, საღვთო კანონების ანუ მცნებების დაცვაა და ამდენად იგივე ღმერთის სიყვარულია. ვისაც მოყვასი ანუ სხვა ადამიანი არ უყვარს, ის ვერც ღმერთს სეიყვარებს. `რითაც შეეწიეთ ერთსა ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.~

ჩვენი განცდები



-- -- --


ყოველდღიურად უკიდეგანო მორევსში ჩაფლული ვეღარ ვამჩნევდი ჩემთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანებს,არ მესმოდა მათი ტკივილი და არც სიხარულს ვიზიარებდი მათთან ერთად. არ მინდოდა მეფიქრა მეგობრებზე,მათ წარმატებებზე და პრობლემებზე,მათ ნაცნობებსა თუ შეყვარებულებზე და საერთოდაც მე არ მინდოდა ფიქრი. მე ფიქრს გავურბოდი,ვემალებოდი ყველგან,სადაც კი შეიძლებოდა დამალვა. ვემალებოდი ფიქრს,რომელიხ ხანდახან საშინელ ურჩხულს ემსგავსება და ადამიანის განადგურებას,დაქუცმაცებას და ბოლოს გაქრობას ლამობს. ფიქრს,რომელსაც ადამიანის ჩკუიდან გადაყვანა შეუძლია. ფიქრს, რომელიც ზოგჯერ სიკვდილის მოციქული ხდება და ადამიანს უბიძგებს ცოდვისკენ, რომელსაც თვითმკვლელობა ჰქვია და სამარადჯამო გეენას უმზადებს ყველას, ვინც მას დაემორჩილებადა და ამავე დროს ფიქრს, რომელიც ზოგჯერ საოცრად ნაზი ანგელოზია, რომელსაც ოცნების ფრთების ერთი დაქნევით შეუძლია ადამიანს თვალწინ გადაუსშალის წარსული, აწმყო,მომავალი დაფიქრთა თვალსაწიერსაც გასცდეს, როგორვ პატარა თავნება ბავშვი,რომელსაც არ სურს გაიგონოს მშობლის სიტყვა და ჯიუტად აგრძელებს ცელქობას. ყოველნაირად ვცდილობდი მისგან გაქცევას,მაგრამ ამაოდ. ეს ხან მხიარული და ხან სასოწარკვეთილი უსასრულობა ყველგან და ყოველთვის თან დამდევდა, ყოველ კუთხესა და კუნჭულში მომდევდა და ნორმალური აზროვნების საშუალებას არ მაძლევდა. მე გავურბოდი ფიქრს ყველასა და ყველაფერზე, ვნატრობდი ვყოფილიყავი ბრმა,რათა მეტროში მჯდომს არ დამენახა სირცხვილისაგან დამუნჯებული,ხელგაწვდილი მოხუცი, რომელიც ცხოვრების უკუღმართობამ ყველაზე მეტად დაამცირა ეს ერთ დროს ძლიერი,ჯან-ღონით სავსე,ამაყი და თავმომწონე ვაჯკაცი,რომლის გადაღლილ სახეზეც მძინმე ცხოვრების ნაკვალევს ამაოდ არ ჩაევლო. ვნატრობდი ვყოფილიყავი ყრუ, რათა არ გამეგონა სუსხიანი ზამთრის მიერ გაყინულ ფილაქანზე მჯდომი პატარას სიცივისაგან გალურჯებული ბაგიდან წარმოთქმული სიტყვები,რომლებიც მოწყალებას ითხოვდნენ და რომლის მნიშვნელობაც მას სულაც არ ესმოდა, არც ის ესმოდა რატომ ტოვებდა დედა ამ ადგილას მტელ დგეს, არ იცოდა რატომ სციოდა და რატომ უყურებდა ზოგი ზიზღიტ,ზოგი კი სიბრალულით, ის მხოლოდ და მხოლოდგრძნობდა სიცივეს, რომელსაც სულმთლად გაეყინა მისი პაწაწინა სხეული. მას უნდოდა ის რაც აკლდა, მაგრამ არ იცოდა რა,მას ასითბო და სიყვარული სჭირდებოდა. ვნატრობდი ვყოფილიყავი დამბლადაცემული, რათა გაფხეკილ ჯიბეში ხელი არ ჩამეყო. ვნატრობდი ვყოფილიყავი უჩინარი რომელსაც ამ ქვეყნად არაფერი მოეთხოვება,რათა არ მეტირა, არ მეცინა, არ მესაუბრა და რაც მთავარია,არ მეფიქრა საერთოდ, არ მეკეთებინა ის,რაც ყოველდღიურობის მორევში ჩაკარგულებს ახასიათებთ.

ამ ფიქრებში ვიყავი ჩაფლული,როცაუხილავი რამ მომიახლოვდა და შემომთავაზა მისნაირი გავმხდარიყავი. ვიფიქრე მეშველა, როგორც იქნა ამ ფიქრებს თავს დავაღწევ მეთქი და დავთანხმდი. დავთანხმდი და სამუდამდ გავუჩინარდი და მაშინ, როცა მეგონა რომ მეშველა ჩემი ტანჯვაც დაიწყო, რადგან მე აგარც დანახვა შემეძლო იმისა, რაცამ ქვეყნად ხდებოდა, არც გაგონება,არც ჯიბეში ხელის ჩაყოფა და აღარც ფიქრი, რომელიც ყოველთვის მძულდა და მე მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება უაზრო სულაცარ არის,არც ფიქრებია უაზრო,უაზროა მხოლოდ ის,ვინც არ ცდილობს ცხოვრება აზრიანი გახადოს, გაალამაზოს და თავისი ერთადერთი რამ-მიწიერი ცხოვრების აზრიანი ნაკვალები დატოვოს ამ ქვეყნად. სამწუხაროა, მე არაფერი დამიტოვებია აქ, მე უკვალოდ წავედი დედამიწიდან, მე გვიან მივხვდი.


თ. ბედუკაძე



-- -- --


ახალი კალაპოტი გაიკეთა ჩემი თვალებიდან ჩამოვარდნილმა ცრემლმა. ქარმა დაუბერა, მიმართულება შეუცვალა, მაგრამ მან ისევ ტაატით გააგრძელა ღრმა ნაოჭებში დინება. რამდენი სევდა და ტკივილია გულში და როგორ პატარა ცრემლში ეტევა ის. ვგრძნობ როგორ მეყინება ფეხები,მაგრამ იმის ძალაცარ შემწევს რომ გავუხახუნო ფეხი ფეხს და ცოტათი მაინც შევიმსუბუქო ძირგავარდნილი ფეხსაცმლისაგან დაკოჯრილ თითებზე გაჩენილი ტკივილი. დაუსრულებელი ოხვრასავით არც ამ დიდ რიგს უჩანს ბოლო.
დანბერდი.ბედნიერი წუთებივით გაქრნენ ჩემს თავზე შავი თმები და ისინი ამ ზამთარივით თეთრმა, ცივმა ჭაღარამ შეცვალა.
ღმერთო რამდენი ტკივილის ატანა შეძლებია დამიანს,ალბათ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მომავლის შემეშინდებოდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ერთი ნაჭერი პურისთვის და ცოტაოდენი ცხელი სუპისთვის საათობით რიგში დგომა მომიწევდა. ჩემთვის სებერეც წარმოუდგენელი იყო.
დღეს 69 წლის გავხდი და მხოლოდ სიმარტოვემ მომილოცა დაბადების დღე. 69წელი,828 თვე და ვინ იცის რამდენი საათი,წუთი და წამი. მე მიხარია, რომ თუნდაც ერთი წუთი მაინც ვიყავი ბედნიერი. უფალს მადლობას ვწირავ რომ ვარსებობ და სამოცდამეცხრედ ავღნიშნავ დაბადების დღეს.



ო.ნაროუშვილი



-- -- --


გრძელი რიგი, რომელიც ხშირად სამრეკლომდე აღწევს,შედგება მშიერ-მწყურვალი ადამიანებისაგან,რომლებიც დასაპურაბლად იკრიბებიან. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ საქართველოში არსებობდა ასეთი ადგილი. აქ ყურადღება არ ექცევა ეროვნებას,სარწმუნოებას,სქესს,ასაკს. აქ ყველა თანასწორია. წარსულში მაღალი თანამდებობების მქონე პირები,რომლებიც უზრუნველად ცხოვრობდნენ შვილებმა უარყვეს,სამუშაო დაკარგეს
და ეხლა იძულებულნი არიან დღეში რამოდენიმეჯერ ესტუმრონ ამ დაწესებულებას,რათა შიმშილის გრძნობა დროებით დაიოკონ.
რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. ოპტიმიზმი კარგია,მაგრამ თუ ჩვენთვითონ არ ვიზრუნეთ ჩვენს მომავალზე და ზეციდან მანანას წამოსვლას დაველოდეთ, მანამდე ალბათ ცხოვრების წინა ხაზზე ყველა ჩვენთაგანი ვერ გადარჩება. საქარტველოს კი დასაკარგი შვილები არ ჰყავს.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცოდათ ოპტიმისტურ იდეებს ფრტები შევასხათ. მომავალი ჩვენს ხელშია.



1. ბალახაძე კობა
2. ბედუკაძე თინა
3. ნაროუშვილი ოლღა
4. ფრუიძე მარიამი
5. ყანჩაველი გვანცა
6. შავერდაშვილი მარიამი
7. შაინიძე ჯაბა
8. ცალუღელაშვილი ელენე

No comments:

Post a Comment